პეკინის გამზირზე ქალი დაჭრეს (+ვიდეო)

პეკინის გამზირზე ქალი დაჭრეს (+ვიდეო)

გუშინ ღამით პეკინის გამზირზე ქალი დაჭრეს. თავდასხმა დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს youtube-ზე ჟურნალისტი ზაზა სვანაძე ავრცელებს, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო.

დაზარალებულის თქმით, უცნობმა მამაკაცმა მისთვის ჩანთის წართმევა სცადა, უარის მიღების შემდეგ კი დანით ორ ადგილას, ყელზე და მარცხენა ხელზე, მაჯაზე დაჭრა. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოასწრო. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.

ambebi.ge კომენტარისთვის შსს-ს დაუკავშირდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 178 მუხლით გამოძიება მიმდინარეობს და ახალი დეტალები ცნობილი არ არის.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ