გოგონა, რომელიც ხუთმა ბიჭმა გააუპატიურა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

გოგონა, რომელიც ხუთმა ბიჭმა გააუპატიურა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნოვოსიბირსკში ხუთმა ბიჭმა გააუპატიურა, საკუთარ "ვ კონტაკტე"-ს გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

"მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ, რომ ყველა ის საზიზღარი ადამიანი უკვე დაკავებული და დაკითხულია, ახლა ისინი საკნებში იმყოფებიან. სრულწლოვანს 10 წელზე მეტი პატიმრობა ემუქრება, არასრულწლოვნებს 10-ზე ნაკლები. მინდა ვთქვა, რომ სისხლის ანალიზი ჩავაბარე და არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ აღმომაჩნდა. ასე რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რეალურად რა როგორ მოხდა და არ არიან ბრბოს ნაწილი, როგორც უმეტესობა თქვენთაგანია, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ბიჭებს მალე გამოუტანენ განაჩენს", - წერს დაზარალებული.

მომხდარის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "არასრულწლოვანის გაუპატიურების" მუხლით. დამნაშავეებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულებმა დანაშული აღიარეს. სამართალდამცავები უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი პირის დაკავებას გეგმავენ. ბრალდებულებს ტელეფონები ჩამოართვეს, რომლებშიც დანაშულის ამსახველი კადრები აღმოაჩინეს. ამჟამად ისინი დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ძალადობრივი ფაქტი რამდენიმე საათს გრძელდებოდა. დილით დაზარალებული უგონო მდგომარეობაში დააგდეს სადარბაზოს კიბეებზე, სადაც კიდევ ერთმა ადამიანმა გააუპატიურა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ასევე: ხუთმა ბიჭმა 16 წლის გოგონა გააუპატიურა და ფოტოები ინტერნეტში განათავსა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ