"მანქანაში გარდაცვლილის გარდა იყო სხვა პიროვნება ..." - ეროსი კიწმარიშვილის ძმა მკვლელობის ახალ ვერსიაზე

"მანქანაში გარდაცვლილის გარდა იყო სხვა პიროვნება ..." - ეროსი კიწმარიშვილის ძმა მკვლელობის ახალ ვერსიაზე

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, გარდაცვლილის ავტომობილში დღეს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ქალაქის მთავარ სამმართველოში ექსპერტიზა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ექსპერტიზის შედეგად მათ აღადგინეს სურათი, თუ რა მდგომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე.

დღევანდელ ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო პიროვნებამ, რომელიც პარამეტრებით ჰგავს ეროსი კიწმარიშვილს. ეს პიროვნება ჩასვეს ავტომობილში და მოხდა განსაზღვრა იმის, კონკრეტულად რა ტრაექტორიით მოხდა ტყვიის გასროლა და ასევე რა მდგომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე.

ექსპერტიზის მიმდინარეობას ეროსი კრწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი ესწრებოდა. "ძალიან მჭიდროდ იყო სკამზე გადაწოლილი, მიბჯენილი იყო მთლიანად ზურგით და თავითაც. ეს მაფიქრებინებს, რაღაც სხვა ვითარებაზე. მაგალითად იმაზე, რომ შეიძლება მანქანაში გარდაცვლილის გარდა იყო სხვა პიროვნება, რომელიც ღვედით ან სხვა საშუალებით უკნიდან ეწეოდა და ცდილობდა რაც შეიძლება კონტროლში ყოლოდა", - აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.

ექსპერტიზის მიმდინარეობას აკვირდებოდა დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი. მისი თქმით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაჩნდა კონკრეტული კითხვები, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" აქვეყნებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ