"ეს რომ გავიგე თავზარი დამეცა" - ალეკო ელისაშვილი ოქროპირიძის დანაშაულის გამო საჯაროდ ბოდიშს იხდის

"ეს რომ გავიგე თავზარი დამეცა" - ალეკო ელისაშვილი ოქროპირიძის დანაშაულის გამო საჯაროდ ბოდიშს იხდის

"ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს და ძალიან მაწუხებს ოქროპირიძესთან დაკავშირებული ამბავი",  - ეს განცხადება ალექსანდრე ელისაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში, ბოლო დროს მომხდარი გახმაურებული კრიმინალურ ფაქტების კომენტირებისას გააკეთა.

"ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს და ძალიან მაწუხებს ოქროპირიძესთან დაკავშირებული ამბავი, ვინაიდან მე ვიყავი შეწყალების კომისიაში და ძალიან დიდხანს ვმსჯელობდით ოქროპირიძესთან დაკავშირებით და ეს იყო ძალიან რთული საქმე. გამოშვებაზე უარი ვთქვით, მაგრამ გავუნახევრეთ მას სასჯელი. ამის შემდეგ ძალიან მალე და მარტივად შეეხო მას უდო. უდოთი რომ იყო გამოსული, მე ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ერთის მხრივ ვუსამძიმრებ ქალბატონ ნინოს მთელი სულით და გულით და ჩემს სინანულს ვამბობ. ეს რომ გავიგე თავზარი დამეცა - ოქროპირიძეს კიდევ ჩაუდენია ასეთი რამ.

მართლა სირცხვილი პოლიციას, თუ კაცი "ზარბაზნებით" დადის ქუჩაში, ხალხი დაჭრა და ყურადღებას არ აქცევდნენ, ეს საერთოდ გამაოგნებელია."- განაცხადა ელისაშვილმა.

ამავე თემიდან |რა საზოგადოება უნდა დაეხმაროს ჭიკაიძეს, კაცმა კითხვა არ იცის - ზურაბ ჯაფარიძე

მოიწყვეთ განცხრომა თქვენთვის და თქვენი ნათესავებისთვის იმ ხელისუფლების დატოვებულია - დაპირისპირება "რეაქციაში"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ