მოკლული სტიქაროსანის დედა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

 მოკლული სტიქაროსანის დედა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

გადაცემა "რეაქციაში" ბოლო პერიოდის გახშირებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან გამართული დისკუსიის დროს, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ მაყურებელს 21 წლის მოკლული სტიქაროსნის, ჯემალ შელიას დედა წარუდგინა. წაყვანის თქმით, იმ ემოციურ დღეს, როდესაც ის მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესიდან გათავისუფლებას აპროტესტებდა, 500 ლარით დააჯარიმეს.

"მომიკლეს ერთადერთი შვილი, უდანაშაულო, წესიერი... გვემუქრებიან აქეთ, გვაშინებენ. ვხედავ რომ მე კი არა, მოსამართლე გიორგი დარახველიძე და პროკურორიც შეაშინეს. თავიდან გამოძიება კარგად მიდიოდა, მაგრამ შემომითვალეს, ისეთი კაცი გვყავს მთავრობაში, რომ სასამართლოდან გაათავისუფლებენო... ასეც მოხდა. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს ოთხივე ეჭვმიტანილი... მეც უნდა მომკლან და მერე დამტკიცდება, რომ ისინი არიან მკვლელები?", - ამბობს მოკლული ჯემალ შელიას დედა.

ცნობისთვის: შელიას მკვლელობაში ბრალდებულები, მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, 22 სექტემბერს გათავისუფლდნენ. 21 წლის მკვლელობაში ბრალდებულები იყვნენ: კახაბერ წურწუმია, ტარიელ წურწუმია, აკაკი გვასალია და ზურაბ წურწუმია. ახლობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული ტარიელ წურწუმია ამნისტირებული იყო და იგი სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა.

ახლობლების ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ერთმანეთის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. რაც შეეხება შემთხვევას, მკვლელობა გასული წლის 24 დეკემბერს, გლდანის მეორე მიკრორაიონში მოხდა. ჯემალ შელიას ახლობლების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელიას მეგობრის დედა ვაჭრობდა, რა დროსაც ძმებმა წურწუმიებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამას მოჰყვა მათი მხრიდან გამყიდველის შვილისა და მეგობრის გამოსარჩლება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ