"სახელის გამხელის მეშინია, შვილები მყავს და ახლა მათ დამიხოცავენ" - რას ჰყვება გლდანში ცემით მოკლული ბიჭის ნათესავი

"სახელის გამხელის მეშინია, შვილები მყავს და ახლა მათ დამიხოცავენ" - რას ჰყვება გლდანში ცემით მოკლული ბიჭის ნათესავი

2013 წლის დეკემბერში, გლდანის მეორე მიკრორაიონში 20 წლის ჯემალ შელია ჯგუფური ცემის შედეგად გარდაიცვალა. ინციდენტის მიზეზი ჯემალ შელიასგან ჯიხურში მოვაჭრე მეგობრის დედის გამოქომაგება გახდა, რომელსაც დაახლოებით 50 წლის ორი პიროვნება, - აკაკი გვასალია და ზურაბ წურწუმია(ორივე ნასამართლებია) აიძულებდა, ჯიხურში არსებული ხილის მთლიანი მარაგი სულ 5 ლარად მიეყიდა. იქვე მდგომი შელია კამათის გაგონებისთანავე ჯიხურთან მივიდა და კლიენტებს სთხოვა, ქალბატონს ჩამოხსნოდნენ. საპასუხოდ ერთ-ერთი მათგანი ახლობლებს დაუკავშირდა, რის შემდეგაც მათ დასახმარებლად ადგილზე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ზურაბ წურწუმიას დისშვილები, ტარიელ (ნასამართლებია ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის) და კახაბერ წურწუმიები მოვიდნენ. მათ ჯემალ შელია მეგობართან ერთად ადგილობრივ პარკში იძულებით წაიყვანეს, სადაც ორივე დაუნდობლად ცემეს. შელიას თავის ქალაზე მრავალჯერადი ჭრილობები აღენიშნებოდა, მიუხედავად ოპერაციისა, გარდაიცვალა. აღნიშნული ჩხუბი, სასამართლოზე, რომელიც 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რამდენიმე მოწმემ დეტალურად აღწერა:

"წაქცეულებს ერთდროულად რამდენიმე კაცი წიხლებით გამეტებით ურტყამდა. დროდადრო ჯემალი წამოდგომას ახერხებდა და ხელებს სწევდა, გნებდებით, თავი დამანებეთო. ამ დროს მას ხელს სტაცებდნენ, იქვე მდგომ შენობასთან მიჰყავდათ და ზურგით მთელი ძალით ანარცხებდნენ".

ამის მიუხედავად, მოსამართლე გიორგი დარახველიძის განჩინებით, ჩხუბის ოთხივე მონაწილე სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა. პროცესის შემდეგ შინდაბრუნებულმა შელიას დედამ

ირა ფიფიამ (სურათზე) ახლობლებს წინ გაუსწრო და წინასწარმომარაგებული საწვავით თავის დაწვა სცადა. თუმცა ნერვიულობისაგან ასანთის ანთება ვეღარ მოასწრო, რის გამოც საწვავი მისაშველებლად მისულ ახლობლებს გადაესხა. ამ მდგომარეობის გამო ლოგინად ჩავარდნილი ირა ფიფიას გამო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მისი ახლობლები საუბრობენ.

ირა ფიფიას ახლობელი:

- სახელის გამხელის იმიტომ მეშინია, რომ შვილები მყავს და მეშინია, რომ წურწუმიები ახლა მათ დამიხოცავენ. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხმა გაავრცელეს, - ხომ ხედავთ, რა მოხდა, აწი ყველას შელიას გზას გავუყენებთ, ვინც ბევრს ილაპარაკებსო. ასეც იზამენ. ხალხი გარშემო ძალიან შეშინებულია. ამბობენ, ის დრო დაბრუნდა, როცა შვილების გარეთ გაშვების გვეშინოდა, რადგან არ ვიცოდით, ცოცხალი დაბრუნდებოდნენ თუ მკვდრებიო. ზოგმა ისეც თქვა, აწი, სულაც ჩვენ თვალწინ რომ კლავდნენ ვინმეს, პატრულის გამომძახებელი არ ვართ, რადგან თუ კაცისმკვლელებს ასე იოლად უშვებენ ციხიდან, რა გარანტია გვაქვს, იმას არ გაიგებენ, პატრული ვინ გამოიძახა და ჩვენ არ დაგვხოცავენო.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ