ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს

ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს, ხოლო ერთ მოქალაქეს ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა 5 პირი – 1984 წელს დაბადებული გიორგი ჯ, 1991 წელს დაბადებული გიორგი ქ, 1986 წელს დაბადებული ზვიად ბ, 1980 წელს დაბადებული გიორგი ჯ. და 1985 წელს დაბადებული გიორგი ყ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი თეთრიწყაროს რაიონში, სარკინიგზო მაგისტრალის ბედენის ზეგანის მონაკვეთზე საკონტაქტო სადენებს ჭრიდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ 5 პირი – 1982 წელს დაბადებული გიორგი ნ, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაზა მ, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით მ, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვასილ ძ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ძ. დააკავეს, ხოლო 1987 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ლაშა ბ-ს ამავე დანაშაულისთვის წარედგინა ბრალი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე საკონტაქტო სადენები მოჭრეს და სარეალიზაციოდ ამზადებდნენ. კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 52 000 ლარი შეადგინა.

შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მოპარული სადენები. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით).

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ