"ცხედარი არ ჩამოუსვენებიათ და არც აქვთ იმედი" – რას შეწირა თავი სირიაში 18 წლის პანკისელმა ბიჭმა

"ცხედარი არ ჩამოუსვენებიათ და არც აქვთ იმედი" – რას შეწირა თავი სირიაში 18 წლის პანკისელმა ბიჭმა

სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა. ბესო პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად დაახლოებით 50–მდე ახალგაზრდაა წასული, მათ შორის 16 – 18 წლის მოზარდები. ბესო კუშტანაშვილი სირიაში პანკისელ მებრძოლებს შორის უკვე მე–6 დაღუპულია...

დაღუპულის ოჯახის ახლობლის თქმით, მან არ იცის, როგორ აღმოჩნდა ბესო სირიაში, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მათი ხეობიდან ბევრია იქ წასული და დაღუპულებიც არიან. სავარაუდოდ, უმეტესობა სირიაში თურქეთიდან მოხვდა.

- ბესო დედასა და დასთან ერთად თურქეთში სამუშაოდ იყო წასული, იქიდან კი სირიაში გადასულა... ამას წინათ შევხვდი ბესოს დედას, თურქეთში მეგულებოდა და გამიკვირდა, - აქ ხარ? როდის დაბრუნდი-მეთქი? - აქ ვარ, იქ არყის ქარხანაში ვმუშაობდი და ისეთი მძიმე სამუშაო მქონდა, მთელი დღე ფეხზე ვიდექიო. ჯანმრთელობა არ მივარგა და ვერ გავძელი, ცუდად გავხდი. შვილები იქ დარჩნენო. ბავშვები დავტოვე, რაღაც ორი კაპიკი რომ იშოვონ, მაგრამ სანამ გაძლებენ, არ ვიციო...

- ანუ ბესო დედასაც თურქეთში ეგულებოდა?

- დიახ, იქ ეგონა... მოტეხილი მეჩვენა, ეტყობა, მძიმე სამუშაოსგან... ოჯახში უჭირდათ, როგორც დანარჩენებს, მათაც. ამიტომ წავიდნენ თურქეთში, თორემ ხალისის გამო ვინ წავიდოდა იმ ჯოჯოხეთში.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ