ყველაზე საშიში ქართველი კაცები მსოფლიო მასშტაბით - საერთაშორისო ტერორისტები ქართული გვარით

ყველაზე საშიში ქართველი კაცები მსოფლიო მასშტაბით - საერთაშორისო ტერორისტები ქართული გვარით

ტერორისტულ საქმიანობაში საქართველოს ასამდე მოქალაქეა ჩართული. მათგან ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანია, რომელიც ისლამური სახელმწიფოს 25 ათასიანი არმიის სამხედრო ხელმძღვანელია.

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი, ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს რომ, აბუ ომარ ალ შიშანი არავის დაუნიშნავს და თავი დაიმკვიდრა, როგორც ნიჭიერმა სამხედრო ხელმძღვანელმა.

"ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა (30 წლის) და უკვე ამხელა არმიის მხედართმთავარია, ამხელა რეგიონის სამხედრო ხელმძღვანელი. მისი არმიის შემადგენლობა ორ ქვეყანაში იბრძვის - სირიასა და ერაყში, და დაახლოებით 25 ათასამდე მებრძოლისგან შედგება. მხარდამჭერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას ბევრად მეტის გამოყვანა შეუძლია. ის არავის დაუნიშნავს, მან თავი დაიმკვიდრა როგორც ნიჭიერმა სამხედრო ხელმძღვანელმა, შემდეგ იერარქიის საფეხურები ძალიან მალე, თითქმის ორ წელიწადში გაიარა და გახდა მთელი ამ ისლამური არმიის სამხედრო ხელმძღვანელი. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ქისტია, სინამდვილეს არ შეესაბამება. ის არის დედით ქისტი და მამით ფშაველი. გაზრდილია პანკისის ხეობაში ", - ამბობს არეშიძე.

ADAMI.GE-ს კითხვაზე, თუ საქართველოს რამდენი მოქალაქეა ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში, არეშიძე ამბობს, რომ ზუსტი რაოდენობის თქმა არავის შეუძლია.

"დაახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ ას კაცამდე, შეიძლება ცოტა მეტი, ან ნაკლები. ისინი საქართველოს მოქლაქეები არიან, მათი უმრავლესობა არის პანკისელი ქისტი, მაგრამ არიან საქართველოს მკვიდრი აზერბაიჯანელები და აჭარის მკვიდრი ქართველები. სირიაშიც და ერაყშიც არიან, უფრო მეტი სირიაშია. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული წარმომავლობის სხვებიც არიან, მაგრამ არ არიან საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის ყველაზე ცნობილია მურად, იგივე მუსლიმ მარგოშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა",-ამბობს არეშიძე.

ექსპერტის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული პირები ფულის საშოვნელად წავიდნენ, სინამდვილეს არ შეესაბამება, და მათი ძირითადი ნაწილი იდეოლოგიური მოსაზრებებით არის წასული.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ