ბებია "კუდიანის" კოსტუმს იცვამდა და შვილიშვილებს აწამებდა

ბებია "კუდიანის" კოსტუმს იცვამდა და შვილიშვილებს აწამებდა

ახლახან აშშ-ის ოკლაჰომას შტატში შვილიშვილის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით ბებია დააპატიმრეს.

დამნაშავე სამართლადამცავების ხელში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მან თავისი 7 წლის შვილიშვილი საავადმყოფოში მიიყვანა, ჩივილით - ვეღარ ვაკონტროლებო.

ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, მათ შორის ჭრილობებიც. როგორც გოგონამ მოგვიანებით პოლიციას უამბო, "ბებია კუდიანის ტანსაცმელში გამოეწყობოდა, მწვანე ნიღაბს იკეთებდა, შემდეგ ავტოფარეხში მიჰყავდა და მთელი ღამით აბამდა".

გოგონა 49 წლის ბებიასთან და 3 და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. სამართალდამცავები აცხდებენ, რომ სახლის ავტოფარეხში ბავშვების წამების დამადასტურებელი სამხილები იპოვეს, მათ შორის ჯადოქრის სამასკარადო კოსტიუმი, მწვანე ნიღაბი და ტყავის თოკები.

ბებია, ჟენევა რობინსონი უკვე დაპატიმრებულია, მას ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლებენ.

მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ