საქართველოს პრეზიდენტმა 115 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 115 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 115 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, 115 მსჯავრდებულიდან 88 დღესვე, ღამის 12 საათამდე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. 115-დან 27-ს შეუმცირდა სასჯელი, აქედან ზოგს გაუნახევრდა, ზოგს 1/3-ით შეუმცირდა.

ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ შეწყალებულთა შორის 7 არასრულწლოვანია, აქედან 4 არასრულწლოვანი სრულად გათავისუფლდა, სამს სასჯელი შეუმცირდა. გათავისუფლებულებს შორის არის ერთი ქალიც. როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, კომისიაში ძალიან მცირე იყო ქალბატონების განცხადებები შესული, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდნენ. რაც შეეხება შეწყალებულთა კატეგორიას, ქორიძის განცხადებით, შეწყალება სხვადასხვა ტიპის მსჯავრდებულებს შეეხო, მათ შორის არის როგორც მძიმე, ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები. ქორიძის განმარტებით, სრულად გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ქურდობისთვის, ცივი იარაღის უკანონო ტარების მუხლით, სამსახურებრივი სიყალბით და ა.შ. როგორც ქორიძემ აღნიშნა, სასჯელი შეუმცირდა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ორ პირს.

"ეს საკმაოდ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ კომისიამ შესთავაზა პრეზიდენტს რეკომენდაციები და პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. სულ კომისიამ 699 განცხადება განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 115 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, 115 მსჯავრდებულიდან 88 დღესვე, ღამის 12 საათამდე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. 115-დან 27-ს შეუმცირდა სასჯელი, აქედან ზოგს გაუნახევრდა, ზოგს 1/3-ით შეუმცირდა.

ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ შეწყალებულთა შორის 7 არასრულწლოვანია, აქედან 4 არასრულწლოვანი სრულად გათავისუფლდა, სამს სასჯელი შეუმცირდა. გათავისუფლებულებს შორის არის ერთი ქალიც. როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, კომისიაში ძალიან მცირე იყო ქალბატონების განცხადებები შესული, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდნენ. რაც შეეხება შეწყალებულთა კატეგორიას, ქორიძის განცხადებით, შეწყალება სხვადასხვა ტიპის მსჯავრდებულებს შეეხო, მათ შორის არის როგორც მძიმე, ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები. ქორიძის განმარტებით, სრულად გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ქურდობისთვის, ცივი იარაღის უკანონო ტარების მუხლით, სამსახურებრივი სიყალბით და ა.შ. როგორც ქორიძემ აღნიშნა, სასჯელი შეუმცირდა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ორ პირს.

"ეს საკმაოდ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ კომისიამ შესთავაზა პრეზიდენტს რეკომენდაციები და პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

სულ კომისიამ 699 განცხადება განიხილა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ