10 თვის ბარბარე რაფალიანცის დედას შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ?

10 თვის ბარბარე რაფალიანცის დედას შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ?

10 თვის ბარბარე რაფალიანცის დედის, თათია მექერიშვილის განცხადებით, მას 2013 წლის ივლისში შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ , - ამის შესახებ თათია მექერიშვილმა გადაცემა "განსხვავებული აქცენტებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც თათია მექერიშვილმა აღნიშნა, 2013 წლის ივლისში გენერალურ ინსპექციაში წაიყვანეს, სადაც ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა უთხრა, თუკი იტყოდა, რომ შვილი თავად მოკლა, 2-3 წელს მიუსჯიდნენ.

"გიორგი მოდებაძემ სიცრუის დეტექტორზე შემოწმების შემდეგ, მთხოვა, ორთაჭალაში გავყოლოდი. ვკითხე, ჩემი მეუღლის წამოსვლის საჭიროება იყო თუ არა, მითხრა, რომ არა, რადგან მცირე დაკითხვა უნდა მომხდარიყო. მივედით გენინსპექციაში, სადაც მაღალი, თეთრთმიანი კაცი, გამომძიებლების უფროსი სახელად ვახტანგი შემხვდა. როდესაც ოთახში შევედით, დავინახე, რომ ჩამწერი ჩართო. მან მითხრა, მსგავს ფაქტებზე, როდესაც დედამ შვილი მოკლა ბევრი გვიმუშავია და თუკი იტყვი, რომ შენი შვილი შენ მოკალი, ეს ჩვენს შორის დარჩება და 2-3 წელს მოგისჯიანო. ცუდად გავხდი, აზრზე რომ მოვედი ვუთხარი, რომ ჩემი შვილი არ მომიკლავს. ამის შემდეგ, მან მითხრა, – კარგად დაფიქრდიო, თუ არადა რაც მოხდება თქვენს თავს დააბრალეთო", - განაცხადა თათია მექერიშვილმა.

2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ