ილიაუნის უნივერსიტეტიდან გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

ილიაუნის უნივერსიტეტიდან გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

ილიაუნის უნივერსიტეტიდან გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი, რომელმაც ყოფილი ცოლის დაჭრის შემდეგ თავი მოიკლა, პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ცხედარი სავარაუდოდ დიღომში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. მკვლელობა ილიას სახელობის უნივერსიტეტში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მაკა წივწივაძეს ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მაკა წივწივაძე "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელია, რომელიც "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლის. არსებული ინფორმაციით, ის ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ