მორიგი მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე - მამაკაცი შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა მოკლა და არხში გადამალა

მორიგი მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე - მამაკაცი შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა მოკლა და არხში გადამალა

რუსთავში მამაკაცი მოკლეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ზურა ს. შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტს ადასტურებს.

შსს-ს განცხადებით, მოკლული მამაკაცის ცხედარი მკვლელობაში ბრალდებულს ფონიჭალაში, გაუქმებულ არხში ჰქონდა გადამალული. სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული გიორგი შ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მახლობლად მდებარე მინდორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ ზურა ს-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მამამისის კუთვნილი ავტომობილით სოფელ ფონიჭალაში წაიღო და გიგანტის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ გაუქმებულ არხში დააგდო.

"სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გიორგი შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში. მათი ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ