"გადატენილი იარაღით ჩამოვიდა ჩემს მოსაკლავად" - პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის მეუღლე ქმრის პათოლოგიურ ხასიათზე საუბროს

"გადატენილი იარაღით ჩამოვიდა ჩემს მოსაკლავად" - პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის მეუღლე ქმრის პათოლოგიურ ხასიათზე საუბროს

მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მეუღლის, ლელა ბეჟანიშვილის ინფორმაციით, მურადაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა .

როგორც ბეჟანიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი მონაცემებით, ის დაჭრილია სამი გასროლით, მათ შორის თავში, ხერხემალსა და ფეხში.

ამასთან, ლელა ბეჟანიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ის მეუღლესთან ბოლო 5 წელია დაშორებულია, რადგან ჰქონდა უმძიმესი ხასიათი, პათოლოგიური სიმთვრალე და მუდმივად ემუქრებოდა მოკვლით. მისივე თქმით, ის არ უკრძალავდა მეუღლეს შვილების ნახვას და გუშინაც სწორედ შვილების ნახვის მიზნით იყო მისული.

"ეს ჩემი სახლია. ის კი კახეთში ცხოვრობს. კახეთიდან გადატენილი იარაღით ჩამოვიდა ჩემს მოსაკლავად. ნასვამი იყო. იარაღით, რომლითაც პატრულის თანამშრომელი დაჭრა, ჩემს მოკვლას აპირებდა. მან ჯიბიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მომიშვირა, მე მოვასწარი ოთახიდან გასვლა და საპატრულო პოლიციასთან დაკავშირება. პატრული მალევე მოვიდა და როგორც კი კარი გააღო, იმ წუთასვე თანამშრომელს ესროლა, რასაც საპასუხო გასროლა მოჰყვა", - ასე იხსენებს გუშინ მომხდარ ინციდენტს ლელა ბეჟანიშვილი.

შემთხვევა გუშინ ყაზბეგის გამზირზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ყაზბეგის ქუჩის N 28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მიერ დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის, ვახტანგ ვარსიმაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაჭრილის ოჯახის წევრებმა აცნობეს, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მათი თქმით, ვახტანგ ვარსიმაშვილი შედარებით გამოკეთდა. ის ახერხებს საუბარს, თუმცა ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ახლობლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გუშინ ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ის დაჭრილია მუცლის არეში და მკლავში. ექიმები ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება ბიძინა მურადაშვილს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ