გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მერაბიშვილს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მერაბიშვილს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობაზე ყოფნა აეკრძალა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება - უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი სიყალბე, რაც გათვალისწინებულია 333-ე და 341-ე მუხლებით.

ასევე, გირგვლიანის საქმეზე, კერძოდ ოქროყანის ეპიზოდზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გერონტი ალანია ნაწილობრივ გამართლდა და სასჯელის საბოლოო ვადად 4 წელი 6 თვე, 2 ათას ლარიანი ჯარიმა და 2,3 წლით თანამდებობაზე მუშაობის შეზღუდვა განესაზღვრა.

ამავე ეპიზოდზე ბრალდებული ვალერიან მეტრეველს კი 4, 6 წელი და 2 ათას ლარიანი ჯარიმა მიესაჯა.

როგორც ცნობილია, გერონტი ალანია ძებნაში იმყოფება, მერაბიშვილი და მეტრეველი კი პატიმრობაში არიან და საკუთარი გადაწყვეტილებით საქმის განხილვებში არ მონაწილეობდნენ. ამ საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი, თუმცა მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, დათა ახალაიას საქმე კი მისი საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. გირგვლიანის საქმე ორ ეპიზოდს მოიცავს, მეორე ეპიზოდია, ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის ოქროყანაში ცემის ფაქტი.

პროკურატურის მასალებით აღნიშნული პირების ცემა ოქროყანაში იგივე სცენარით მოხდა, როგორც გირგვლიანის შემთხვევაში. საქმეში ბრალდებული ვალერიან მეტრეველი სწორედ საქმის ამ ეპიზოდზეა ბრალდებული. გირგვლიანის საქმეს საქალაქო სასამართლო რამდენიმე თვის განმავლობაში იხილავდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ