"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სულ 6 პირია დაკავებული

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სულ 6 პირია დაკავებული

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან გამართულ "თავისუფალი თაობის" საპროტესტო აქციაზე სულ 6 პირია დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულთაგან 5 "თავისუფალი თაობის" წარმომადგენელია, ერთი კი მოქალაქე.

3 პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), 2 პირი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 1 პირი - 166-ე და 173-ე მუხლებით.

"თავისუფალი თაობის" წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 2 ავტობუსით იყვნენ მისულები. აქციის მონაწილეებმა დაშლამდე განაცხადეს, რომ მსგავსი საპროტესტო გამოსვლები მომავალშიც გაგრძელდება. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმების მოთხოვნით შემდეგი აქციის გამართვას რამდენიმე დღეში გეგმავენ. ფოტორეპორტაჟი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ