ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილისა და მეგის ქარდავას მიმართ განაჩენი მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

საქმეში ბრალდებულ ორ პირს, ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს საკონტროლო გასროლით ახალგაზრდების მკვლელობა ედებათ ბრლად.

ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა კი, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, რუსთავის #1 დაწესებულებაში პატიმრების ცემაში არიან ბრალდებული. კერძოდ, საუბარია იმ პატიმრების ცემაზე, რომლებიც, დაცვის მხარის მტკიცებით, სწორედ ნავთლუღში მოკლული პირების დახმარებით ციხიდან გაქცევას გეგმავდნენ.

გარდა ამისა, ამავე საქმესთან ერთად განიხილებოდა ბაჩო ახალიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ეპიზოდი - სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირებისთვის ციხეში შეღავათიანი და განსაკუთრებული პირობების შექმნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ