შსს ადიგენის სოფელ მოხეში 14 პირის დაკავებას ადასტურებს

შსს ადიგენის სოფელ მოხეში 14 პირის დაკავებას ადასტურებს

სოფელ მოხეში პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას დაკავებული პირებიდან 11 პოლიციის მიმართ წინააღდეგობის გაწევისათვის , ხოლო 3 კი, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სულ 14 პირია დაკავებული.

"11 პირია ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 3 პირია სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის 2 ნაწილით: პოლიციის მიმართ წინააღდეგობის გაწევა ჩადენილი ჯგუფურად)", - აცხადებენ სამინისტროში.

სოფელ მოხეში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მუსლიმმა მოსახლეობამ ერთ-ერთი შენობის დემონტაჟი და იქ სხვა შენობის აშენება გააპროტესტა. მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულ შენობაში ადრე მეჩეთი იყო და შენობას ეს ფუნქცია უნდა შეუნარჩუნდეს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებმა, ოთარ გორგაძემ აცნობა, სოფელში ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც დედასთან ერთად სოფელ მოხეს ცენტრში აქციაზე იყო მისული, პოლიციელმა დედა შეაგინა, რის გამოც მოხდა ხელჩართული ჩხუბი და 15-მდე ადამიანი დააპატიმრეს.

მისივე თქმით, პოლიციელებმა ტელეფონები ჩამოართვეს იმ პირებს, რომლებიც სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის ჩხუბს იღებდნენ.

მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად დღეს სოფელ მოხეს წარმომადგენლები და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე წავიდნენ.

"პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად არიან წასულები, მაგრამ ამოვიდა პოლიცია სოფელში და დაიწყო კონფლიქტი. თითქოს აპირებენ შენობის დასუფთავებას, მაგრამ მოიტანეს აბრა და გააკრეს. აქ ქორეოგრაფიული-კულტურის ცენტრი უნდა გააკეთონ. არც ერთ სამლოცველოში, ეკლესიაში, მეჩეთში თუ სინაგოგაში არ გამიგია ასეთი ცენტრის მოწყობა. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალიო, დაარღვიეს პირობა და პრემიერთან შეხვედრამდე დაგვადგა თავზე პოლიცია", - აღნიშნა ოთარ გორგაძემ.

მისივე თქმით, 1924-1937 წლებში შენობას ჰქონდა მეჩეთის სტატუსი, კომუნისტების პერიოდში კი საწყობი იყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ