ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, გაზეთ “ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული ავთანილ კ. დააკავეს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ჟურნალისტი სტაციონარში გადაიყვანა. სამართალადამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ავთანილ კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ადამიანის დევნის ფაქტზე მიმდინარეობს, სიტყვის, აზრის გამო, ან და მის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ, პროფესიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ძალადობით (საქართველოს სსკ-ს 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ