"რუსეთის ციხეში მომკლავენ" - რას ჰყვება თბილისში დაკავებული დაღესტნელი მოჯაჰედი

"რუსეთის ციხეში მომკლავენ" - რას ჰყვება თბილისში დაკავებული დაღესტნელი მოჯაჰედი

დაღესტნელი მოჯაჰედის ცხოვრება 2009 წლიდან აირია, როცა მას სამშობლოდან გადახვეწამ მოუწია. საქართველოში 2011 წლიდან ცხოვრობდა და ორ წელიწადში, 2013 წლის ივნისში, მიკაილ კადიევი ბიძაშვილ რიზვან ომაროვთან ერთად საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა. შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულები ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ, თუმცა, საბოლოოდ მათ ბრალი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში დასდეს... რუსეთის ფედერაციამ კადიევის ექსტრადირება ორჯერ მოითხოვა. მას დაღესტნელი მაღალჩინოსნის მკვლელობაში ადანაშაულებენ, რასაც ბრალდებული უარყოფს.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ კადიევს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს, მისი რუსეთში ექსტრადირება აღარ მოხდება. კადიევმა ეს სტატუსი მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ადვოკატებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს...

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მიკაილ კადიევთან: - საქართველოში ჩამოსვლამდე 1 წელი თურქეთში ვცხოვრობდი, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო იქ ცხოვრება გამიჭირდა. ოჯახიც ხშირად ვერ ახერხებდა ჩემთან ჩამოსვლას, ამიტომაც მივაშურე აზერბაიჯანს. ჩემი ძმებისა და მეგობრებისგან გაგონილი მქონდა, რომ ქართველები ნორმალურად ეპყრობიან მუსლიმებს, თანაც საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა... მოკლედ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩამოვედი და ვცხოვრობდი მანამ, სანამ მოვიდოდა ხელისუფლება, რომელმაც ლამის ტერორისტად გამომაცხადა. საქართველოში აზერბაიჯანიდან ოფიციალურად, კანონიერი გზით შემოვედი. დაპატიმრებამდე თბილისში, კავსაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი.

- სამშობლოში რას საქმიანობდით?

- დაღესტანში საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ვმუშაობდი, ვიყავი მე-10 კატეგორიის მაშველი. ერთ-ერთი ფონდის ორგანიზატორიც გახლდით, რომელიც გაჭირვებულ მოსახლეობას ეხმარებოდა და იცავდა მუსლიმების უფლებებს რუსეთში. ვაწყობდით მიტინგებს ციხეებში მუსლიმების წამების, ასევე კავკასიაში მათი უკანონო დევნისა და მკვლელობების წინააღმდეგ.

- თბილისში ექსპრეზიდენტის მფრინავ ზაურ ქორთოშიძის ბინაში ცხოვრობდით...

- ზაურის მამა წარმოშობით დაღესტნელია, დედა ქართველი ჰყავს. ის ნათესავებმა გამაცნეს და ერთხანს მის მშობლებთან ვცხოვრობდი თელავში, შემდეგ კი - თბილისში, მის ბინაში გადმოვედი. ეს კაცი რუსეთის წინააღმდეგ ორი ომის მონაწილეა. ის ჩემთვის გმირია.

- როგორ მოხვდა თქვენი და რიზვან ომაროვის საცხოვრებელ ბინაში იარაღი, რომლის შეძენა-შენახვისთვისაც ორი წელი მოგისაჯეს?

- ბინაში არც იარაღი მქონდა და არც ყუმბარმტყორცნები, ისინი ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამიდეს.

ჩხრეკამდე ჩემს ბინაში იყვნენ ზაურ ქორთოშიძე, მისი ვაჟი თორნიკე და მათი მძღოლი. ისინი იმის უფლებას მომცემდნენ, რომ იქ იარაღი შემენახა?

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ