შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

2014 წლის იანვარ-სექტემბერში ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულის 2390 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 1533 გახსნილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 175 შემთხვევა (გაიხსნა 136), ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების 237 ფაქტი (გახსნილია 83), ოჯახური ძალადობის 362 ფაქტი (გაიხსნა 270), ასევე ამ კატეგორიაში შემავალი სხვა სახის დანაშაულების 1616 შემთხვევა (გახსნილია 1044).

გარდა ამისა, 2014 წლის იანვარ-სექტემბერში რეგისტირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის 7 ფაქტი, საიდანაც 4 უკვე გაიხსნა, რაც შეეხება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულს, ამ კატეგორიაში დაფიქსირებულია 99 შემთხვევა, საიდანაც 59 საქმე გახსნილია. კონკრეტულად, დანაშაულის ამ სახეობის ფარგლებში მოხდა გაუპატიურების 24 ფაქტი (გახსნილია 12), ასევე ამავე კატეგორიაში შემავალ სხვა დანაშაულებზე ერთად რეგისტირებულია 75 შემთხვევა (გაიხსნა 47).

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ დანაშაულის სახეობაში დაფიქსირებულია სულ კანონდარღვების 239 ფაქტი, საიდანაც 136 საქმე გაიხსნა. აქედან მოხდა თავისუფლების უკანონო აღკვეთის 43 შემთხვევა (33 გახსნილია), მძევლად ხელში ჩაგდების 4 ფაქტი (2 გაიხსნა), მუქარის 82 შემთხვევა (49 გახსნილია), ამ კატეგორიაში შემავალ სხვა სახის დანაშაულის 110 ფაქტი (52 გაიხსნა). ტრეფიკინგი არ დაფიქსირებულა.

ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ დანაშაულის კატეგორიაში რეგისტირებულია 6 შემთხვევა, საინადაც ჯერჯერობით არც ერთი არ გახსნილა.

ამასთან, 2014 წლის იანვარ-სექტემბერში საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულის 1089 შემთხვევა დაფიქსირდა. შსს-ის ინფორმაციით, აქედან 974 უკვე გაიხსნა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში რეგისტირებულია ხულიგნობის 111 ფაქტი (გაიხსნა 98), მათ შორის მძიმე - 53 (გახსნილია 50), ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარება, დამზადების 791 შემთხვევა (გაიხსნა 700).

გარდა ამისა, ამავე პერიოდში რეგისტირებულია 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარების 162 შემთხვევა (გახსნილია 161). ამასთან, დაფიქსირებულია ამ კატეგორიაში შემავალი სხვა დანარჩენი დანაშაულის 25 ფაქტი (გაიხსნა 15).

დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ