ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გაათავისუფლეს

ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გაათავისუფლეს

რუსეთში ესპანეთიდან "კრიმინალური ავტორიტეტის" ზაქარია, იგივე შაქრო კალაშოვის ექსტრადირება მოხდა, თუმცა რუსმა სამართალდამცავებმა ე.წ. კანონიერი ქურდი გაათავისუფლეს . ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. "კრიმინალური ავტორიტეტი" აეროპორტიდან რუსეთის შინაგან საქმეთა საგამოძიებო სამსახურის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

REN.TV-ის ინფორმაციით, ოპერატიულ თანამშრომლებთან საუბრის შემდეგ, 61 წლის შაქრო კლაშოვი გაათავისუფლეს, ვინაიდან რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს ამ ეტაპზე მასთან პრეტენზიები არ გააჩნიათ. ვიაჩესლავ ივანკოვის (იაპონჩიკი) და "დედ ჰასანის" მკვლელობის შემდეგ, შაქრო კალაშოვს ნომერ პირველი "კრიმინალური ავტორიტეტი" უწოდეს.

შაქრო კალაშოვი ესპანეთში 2003 წელს რუსეთიდან გადავიდა. 2006 წელს ის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დააკავეს და მადრიდს გადასცეს.

ზაქარია, იგივე შაქრო კალაშოვს 2010 წელს 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს ფულის გათეთრების ბრალდებითა და დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისთვის. შაქრო კალაშოვის ექსტრადირებას რუსეთის გარდა, საქართველოც ითხოვდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ