უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრიანის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. "უკრაინაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლანის სამი "კანონიერი ქურდი" ცდილობდა უკრაინაში გავლენის სფეროების გადანაწილების საკითხი გადაეწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა მუშაკებმა ხელი შეუშალეს ქურდების შეხვედრას და ყველა მათგანის დეპორტირება მოხდება. "კანონიერი ქურდების" ხელისუფლება უკრაინაში არ იქნება, ისევე როგორც მათ არ იქნებათ გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ არ მივცემთ "ბანდიტებს" პარაზიტობის უფლებას, რათა ხელი მოითბონ უკრაინაში არსებულ სირთულეებზე", - წერს ავაკოვი.

მისივე ინფორმაციით, "ქურდების შეკრება" ორგანიზებული იყო მერაბ ჯანგველაძის მიერ. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ქუთაისის მკვიდრი, 38 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "ვატია", 33 წლის "ლავასოღლი ბათუმსკი", რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე 4-ჯერ დააკავეს, ასევე ე.წ. სოხუმის კლანის წარმომადგენელი, 43 წლის "კანონიერი ქურდი" მეტსახელად "გუგა".

იხილეთ დაკავების ამსახველი კადრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ