გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნეს

გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნეს

აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "გუანტანამოს" ციხე ოთხმა იემენელმა და ერთმა ტუნისელმა პატიმარმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, სამი იემენელი პატიმარი საქართველოში იქნა გამოგზავნილი, ერთი იემენელი და ერთი ტუნისელი კი, სლოვაკეთში.

"ძალიან მოხარულები ვართ, ჩვენი პარტნიორების მიერ გამოხატული ამ ჰუმანური ჟესტით. ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისგან ვიღებთ", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კლიფ სლოანმა.

არსებული ინფორმაციით, პატიმრები ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან აშშ-ის ხელისუფლებამ ისინი ქვეყნისთვის საშიშად არ მიიჩნია.

"ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, გუანტანამოს ციხეში ამ დროისთვის 143 პატიმარი რჩება.

აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2010 წელს გუანტანამოს ციხიდან საქართველოში სამი პატიმარი იქნა გამოგზავნილი.

გუანტანამოს ციხე ოფიციალურად 2002 წლის იანვარში გაიხსნა სპეციალური პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტებში ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი.

2009 წლის 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ციხის დახურვის ბრძანებას ინაუგურაციის მეორე დღესვე მოაწერა ხელი. თუმცა, კონგრესის უარის გამო, ციხის დახურვა ამ დრომდე არ მომხდარა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ