პრეზიდენტმა 121 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 121 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გიორგობის დღესასწაულისთვის 121 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა , აქედან 93 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.

მისივე თქმით, 28 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება.

"121 მსჯავრდებულიდან 3 არის ქალბატონი და 3 მსჯავრდებული არის არასრულწლოვანი. სულ კომისიამ, რომელიც 14 და 15 ნოემბერს მუშაობდა, 752 მსჯავრდებულის საქმე განხილა და მათგან 350 არსებითად განიხილა. სხვა საქმეები არ აკმაყოფილებდა არსებითი განხილვისთვის საკმარის კრიტერიუმებს", - განაცხადა ქორიძემ.

შეწყალება შეეხო განზრახ მკვლელობის მუხლზე ერთ მსჯავრდებულსაც და მას სასჯელი გაუნახევრდა.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების აქტი ნარკოტიკული სასჯელისთვის მსჯავრდებულებსაც შეეხოთ, თუმც გასაღების ბრალდებით მსჯავრდებულები შეწყალებულთა შორის არ არიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ