თაღლითური სქემა საქართველოში, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 5 მილიონზე მეტი ზარალი მიიღო

თაღლითური სქემა საქართველოში, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 5 მილიონზე მეტი ზარალი მიიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური ფინანსური აფერა გაშიფრა, რომლის შედეგად, როგორც საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ, სახელმწიფო ბიუჯეტს 4 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიადგა.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა ის ძირითადი კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელობა ამჟამად უკვე პასუხისგებაშია მიცემული, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ კომპანიების უკან კიდევ ათობით იურიდიული პირი დგას, რომელთა მიმართ გამოძიება ამჟამადაც გრძელდება.

ვის შემოჰქონდა საქართველოში ე.წ. შავი მარილი და ცემენტი? გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დაფუძნდა არაერთი შპს, რომელთა სახელით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანილია 22 513 059 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქცია. "ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისათვის დაწესებული 5-დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, პროდუქციის განბაჟების შემდეგ თავი აარიდეს იმპორტის დროს გათვალისწინებულ გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 5 052 351 ლარის ზარალი. ამ ეტაპზე, აღნიშნული დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ხუთი მოქალაქე, რომლებსაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ",- აცხადებენ სამართალდამცავები.

გიორგი გრძელიშვილი, საგამოძიებო სამსახურის პრესსპიკერი: - კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ცდილობდა ბიუჯეტისთვის დაემალა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადები. ისინი ბოროტად იყენებდნენ არსებულ კანონმდებლობას, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შემოჰქონდათ საქონელი, ხუთდღიან საშეღავათო პერიოდში თავს არიდებდნენ გადასახადებს. მათ ჰქონდათ საკმაოდ ჩახლართული სქემა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის თავგზის აბნევა. გამოიკვეთა არაერთი ფირმა, იურიდიული პირი, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი. საქმის სირთულის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახურმა ეს საქმე გახსნა. საუბარია 22 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციაზე, აქედან ბიუჯეტის კუთვნილი თანხა - 4 მილიონი ლარი, არ იქნა გადახდილი.

-შეგიძლია დაგვიდასტურო, რომ საუბარია ქვეყანაში შავი მარილის და ცემენტის შემოტანაზე?

- დიახ, ამ შემთხვევაში ნამდვილად ასეა. ბოლო პერიოდში საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე ანალოგიური საქმე გახსნა, თუმცა არც ერთი ამ მასშტაბის არ ყოფილა, როგორც ფინანსური ზარალის, ისე დანაშაულში მონაწილე პერსონების სიმრავლის კუთხით.

იხილეთ სტატია სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ