თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფი "საიდუმლო" მოხსნილია

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფი "საიდუმლო" მოხსნილია

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფი "საიდუმლო" მოხსნილია - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. წყაროს ცნობით, გრიფი საქმეზე რამდენიმე დღეა, მოხსნილია.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატ ლევან სამუშიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გრიფის მოხსნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურაში კი, ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. საბრალდებო ეპიზოდის მიხედვით, აღნიშნული პირების მონაწილეობით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის შესყიდვა სამინისტრომ ხელოვნურად გაზრდილი თანხით, განახორციელა კომპანია "სილქნეტისგან", აღნიშნული კომპანიის სასარგებლოდ. პროკურატურის ინფორმაციით, "სილქნეტმა" სამინისტროს ტენდერში, ასევე ხელოვნურად გაიმარჯვა.

დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ