ბაჩო ახალაია საქართველოს დედაქალაქად სოხუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის

ბაჩო ახალაია საქართველოს დედაქალაქად სოხუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოს დედაქალაქად სოხუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის. როგორც ახალაია საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე წერს, სოხუმის დედაქალაქად გამოცხადების შემთხვევაში მთელი მსოფლიო მკაფიოდ დაინახავს თუ რისთვის იბრძვის საქართველო.

"მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს მნიშვნელოვანი ინიციატივით. აფხაზეთის ანექსიის სახით დღეს საფრთხე ემუქრება სრულიად საქართველოს სიცოცხლეს. ასეთ დროს სრულფასოვანი სახელმწიფოები იქცევიან ღირსეულად, ჩვენი ბოლო წლების და განსაკუთრებით კი დღევანდელი ქცევები ტრაგი-კომიკურია. გამომდინარე იქიდან, რომ ანექსიის საწინააღმდეგოდ არ ჩანს არანაირი ადექვატური ქმედების ნიშნები და იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების ლიტონი სიტყვები და ცარიელი განცხადებები მხოლოდ ვნებს ჩვენს ერთიანობას, გთავაზობთ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას, რომლის მიხედვით საქართველოს დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს უძველესი ქართული ქალაქი სოხუმი. ეს ყველას ერთად, ჩვენ და მთელ მსოფლიოს კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახებს რისთვის ვიბრძვით, რას გვართმევს მტერი და რომ საქმე არა ცალკეულ ქართულ კუთხესთან, არამედ მთელი საქართველოს თავისუფლებასთან გვაქვს", - წერს ახალაია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ