გახსნილი მკვლელობების სტატისტიკა მერაბიშვილიდან ჭიკაიძემდე - რომელ წელს მოკლეს ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში

გახსნილი მკვლელობების სტატისტიკა მერაბიშვილიდან ჭიკაიძემდე - რომელ წელს მოკლეს ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში

2007 წელს საქართველოს მასშტაბით მკვლელობის ყველაზე მეტი, 249 შემთხვევა დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" 2003-2014 წლების რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მკვლელობის შემთხვევების მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2007 წელს მიაღწია. მომდევნო წლებში მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებდა და 2011 წელს მხოლოდ 90 მკვლელობის შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში. 2012 წელს კვლავ შეინიშნება აღნიშნული დანაშაულის მატების ტენდენცია, როდესაც 2011 წელთან შედარებით 13 შემთხვევით იმატა.

"სამწუხაროდ შეუძლებელია მოცემული ტენდენციის უტყუარი შეფასება 2013–2014 წლებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მოცემული წლების პირველი 10 თვის მდგომარეობით, თუმცა აღნიშნული მონაცემებით შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გამოტანა ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული მკვლელობების შესახებ. მაგალითად, 2013 წლის 10 თვის განმავლობაში დაფიქსირებულია დაახლოებით იმავე ოდენობის მკვლელობის შემთხვევა, რაც 2012 წლის განმავლობაში სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით მკვლელობების რიცხვი გაიზრდებოდა. განსხვავებული მდგომარეობაა 2014 წლის შემთხვევაში, როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2014 წელს დაფიქსირებული მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია 20 ერთეულით",-ნათქვამია IDFI-ის სტატიაში.

რაც შეეხება დანაშაულის გახსნის ტენდენციას, როგორც IDFI წერს, მკვლელობის შემთხვევათა გახსნის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები 2013 და 2014 წლების საწყისი 10 თვის განმავლობაში ფიქსირდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ