ახლად მიღებულ პატიმრებს ე.წ. კარანტინებსა და "ფუქსებში" აღარ განათავსებენ

ახლად მიღებულ პატიმრებს ე.წ. კარანტინებსა და "ფუქსებში" აღარ განათავსებენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გონივრული მიღებისა და განთავსების პირველი განყოფილება გახსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, "გონივრული მიღების" კონცეფცია მთლიანად აუქმებს და ცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წარსულში არსებულ გამოცდილებას, რომელიც ახლად მიღებული პატიმრის ე.წ. კარანტინებსა და "ფუქსებში" განთავსებას გულისხმობდა. გონივრული მიღების კონცეფცია სისტემაში ახლად შემოსახლებული პატიმრის მიღებისა და მის საჭიროებებზე რეაგირების სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

"გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილება ერთ სივრცეში უზრუნველყოფს უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების, ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასების, კრიზისის მართვის და სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. განყოფილებამ უნდა უპასუხოს დინამიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს. იგი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით არის დაპროექტებული და შექმნილი, პერსონალმა კი, რომელიც განყოფილებაში იმუშავებს, გაიარა სპეციალური მომზადება", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების განცხადებით, წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) 2010 და 2012 წლების ანგარიშებში ორჯერ გააკრიტიკა საქართველო, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ "კარანტინებში" მცირე "კუბიკისებური" სათავსოების გამო, სადაც პატიმრის ყოფნა დაუშვებლად იქნა მიჩნეული - ორივე ანგარიშში, კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული პრაქტიკის გაუქმებისკენ მოუწოდებდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ