"მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება, რომ ამ სიბინძურეში სააკაშვილი იყო ჩართული"

"მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება, რომ ამ სიბინძურეში სააკაშვილი იყო ჩართული"

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე ვანო მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს წარუდგინა ბრალი. საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და ექსპრეზიდენტისთვის ბრალდების წარდგენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ლოგიკურად მიიჩნევს სანდრო გირგვლიანის ბიძა გოგი ენუქიძე:

- 10 წელი ვიბრძოდით ამ დღისთვის. სამწუხაროა, რომ ირინა არ არის ცოცხალი... ხელისუფლებას თავის დროზე ობიექტურად რომ გამოეძიებინა ეს საქმე, სააკაშვილს რომ არ ეზრუნა თავის საყრდენ მერაბიშვილსა და ახალაიაზე, პირველი მოეხსნა და მეორე - დაესაჯა, იმხელა ავტორიტეტს მოიპოვებდა, დღესაც აქ გვეყოლებოდა. სიმართლეს რომ ეზეიმა, ალბათ, ირინაც ცოცხალი იქნებოდა.

- ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა გამოიყენა დისკრეციული უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი და კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის მისი გასამართლება დაუშვებელია.

- აქ სადავო შეწყალება არ არის, საუბარია დაგეგმილი ქმედებების ჯაჭვზე, რასაც მოჰყვა ის, რომ ოთხეული (ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე და აფციაური) ვადაზე ადრე გათავისუფლდა. მოხდა გამოძიების ფალსიფიკაცია და სასჯელი, რომელიც ამ პირებმა მოიხადეს, მათი დანაშაულის არაპროპორციული იყო. უფრო საინტერესო ის არის, რომ შეწყალებამდე სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო სანდროს საქმის გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში. ჯერ იყო და, პარლამენტს შეაცვლევინა კანონი, რომლითაც შემსუბუქდა მსჯავრი იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც ოთხეული იყო გასამართლებული. ცხადია, რომ სააკაშვილი იყო ამ დანაშაულის მონაწილე და რეჟისორი, რომელმაც ჯერ საქმე გააყალბა, შემდეგ კი დანაპირები შეასრულა და შეიწყალა მსჯავრდადებულები. მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებითაც დასტურდება, რომ ამ სიბინძურეში სააკაშვილი იყო ჩართული.

- რა თქვა მელნიკოვმა ახალი, რაც აქამდე არ იცოდით?

- რაც მელნიკოვმა თქვა, ფაქტობრივად, ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, ეღიარებინა ყველაფერი, თუნდაც იმისათვის, რომ გაექარწყლებინა თავის დროზე "ნაციონალების" შეთხზული ამბავი - თითქოს შარდენ-ბარში არაფერი მომხდარა და მხოლოდ იქიდან გამოსვლის შემდეგ მოუვიდა სანდროს კონფლიქტი ალანიასთან. დღეს, როდესაც ყველაფერს ნათელი მოეფინა, რატომ არ იხდიან ბოდიშს "ნაციონალები"? თავის დროზე სამძიმარი მაინც ეთქვათ ოჯახისთვის.

დღეს რამდენიმე ადამიანს უკვე წაუყენეს ბრალი; ბევრიც გაქცეულია. რატომ არაფერი კეთდება იმისათვის, რომ დათა ახალაია ჩამოიყვანონ? რატომ ვერ არწმუნებენ საბერძნეთს, რომ ახალაიამ უამრავი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა?

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

გარდაბანში მოხუცი ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობისთვის, მათივე ნათესავი დააკავეს - შსს-მ 2019 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა

"ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის მკვლელობაზე

ახალი დეტალები მარტყოფის მკვლელობაზე - "მოკლული და მეორე პირი მონასტერს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდნენ"