პატრულის 50 000 ლარიან ახალ მანქანებს მიწოლით ქოქავენ

პატრულის 50 000 ლარიან ახალ მანქანებს მიწოლით ქოქავენ

ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიცია 10 წლის გახდა. პატრულის თანამშრომლებს საჩუქრად ახალი Ford Interceptor-ები გადაეცათ. "კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლაშა ფარულავას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ერთ მანქანაში 50 000-ლარამდე გადაიხადა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ასახულია თუ როგორ აწვება ორი ადამიანი პატრულის ავტომობილს.

"ფორდ ინტერსეპტორი" სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ამერიკული ავტომობილია და ის სერიულად არ იყიდება. ამ მანქანით მხოლოდ და მხოლოდ პოლიცია (აშშ, კანადა) სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ პატრულის ქართველმა თანამშრომლებმაც სწორედ ასეთი ვერსიები მიიღეს.

ამ დროისათვის შსს-ს ავტოპარკი "Ford interceptor"-ის 160 ავტომობილს ფლობს, რომელთა რიცხვი სამომავლოდ კიდევ გაიზრდება."ფორდის" სპეცმობილს წინ გაძლიერებული ბამპერი აქვს, რაც არა მარტო ვიზუალური დეტალი, არამედ, პირველ რიგში, უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი დეტალია - ავტომობილის ჩარჩო 120 კმ/სთ-მდე სისწრაფით შეჯახებას უძლებს.

ფოტო: პაატა მაჭავარიანი

იხილეთ ასევე: რა დაუჯდა შსს-ს პატრულის ახალი ავტომობილი - "Ford interceptor"-ის კომფორტის საფასური ცნობილია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ