შაქრო კალაშოვი დაბრუნდა - ახალი "ქურდული ომი" იწყება

შაქრო კალაშოვი დაბრუნდა - ახალი "ქურდული ომი" იწყება

"მე არ ვარ მდიდარი, როგორც ლუკოილის პრეზიდენტი, თუმცა კარგი ცხოვრებისთვის მყოფნის, ჩემი მთავარი ფასეულება ოჯახი და მეგობრებია." - შაქრო კალაშოვის 2006წ სასამართლოზე ნათქვამი სიტყვიდან.

"საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, პრეზიდენტის პირად გულიწყრომით არის გამოწვეული. მათი( შაქრო კალაშოვის და მიხეილ სააკაშვილის- ნ.ბ. )ბოლო შეხვედრა კონფლიქტური იყო, რადგან საქმე ეხებოდა ერთ ქალბატონს, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს, კალაშოვი ამჯობინა" - ალექსანდრე გოლფშტეინი, ზაქრო კალაშოვის ადვოკატი. 26 ოქტომბერი 2010წ

"ეს ბიჭი( კალაშოვი) აუცილებლად შეგვახსენებს თავს და ეს არ იქნება მხოლოდ ღია ბარათი" - კრიმინალური ავტორიტეტი, ჰასან უსოიანი, "დედ ჰასანი" 2012.წ

2014 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვში მადრიდის ავიარეისს ჩამოჰყვა კაცი, რომლის ციხიდან გამოსვლას უკვე თვეები ელოდა კრიმინალური სამყარო. მას მხოლოდ ადვოკატი ახლდა, ტრაპთან სამართალდაცავნი ელოდნენ "თემაზე გასასაუბრებლად" და ცოტა ხნის შემდეგ გაუშვეს კიდეც.. ჩამოსული უმალ სასაფლაოზე გაემართა. ჯერ " დედ ჰასანის" საფლავი მოინახულა. შემდეგ " იაპონჩიკის"(ვიაჩესლავ ივანკოვი) და იქ მყოფების გასაგონად მხოლოდ ეს თქვა: " არ ვაპატიებ მათ მკვლელებს". ცოტა ხანში რუსეთის დედაქალაქში ხმა გავარდა, შაქრო კალაშოვი ჩამოვიდაო, ხოლო მისი სიტყვები ქურდულ სამყაროში ერთგვარ მუქარად გაისმა... რაც ფაქტობრივად, ახალი ქურდული ომის დაწყებას ნიშნავს.

ესპანეთის ციხიდან გამოსულ რუსული მაფიის ლიდერს შინ საკუთარი უძლეველი იმპერია დანაწევრებული და დასუსტებული დახვდა. ქართველი ქურდების( ტარიელ ონიანი და "დედ ჰასანი") ბრძოლამ კრიმინალური სამყაროს გვირგვინისთვის საქმე იქამდე მიიყვანა, რომ " ტახტს" სლავი წარმოშობის ქურდები დაეპატრონენ და როგორც ჩანს დათმობას არ აპირებენ. კალაშოვისთვის ერთ ერთ ძლიერ მეტოქედ შეიძლება მისი ძველი მეგობარი ვალდიმერ ტიურინი( ტიურიკი) იქცეს, განათლებით მუსიკოსი დაქორწინებულია ცნობილ საოპერო მომღერალ, რუსეთის დუმის დეპუტატზე, თანაც ზურგს სხვა სლავი ქურდები უმაგრებენ, რომლებიც მთელი ციმბირს აკონტროლებენ. გარდა ამისა კალაშოვის რუსეთში ჩამოსვლას განსაკუთრებული სიფრთხილით ე.წ. განგსტერები ელოდნენ, რომლებმაც კანონიერი ქურდის სახელი სრულიად "დაუმსახურებლად" მიიღეს, და ამით ესპანეთის ციხეში გამოკეტილი შაქრო კალაშოვის აღშფოთებაც არაერთხელ დაიმსახურეს,, - "როგორც კი გამოვალ, მაშინვე მოგხედავთო"-დრო და დრო უთვლიდა ხოლმე რუსული მაფიის ქართველი ლიდერი ახალგამომცხვარ ქურდებს. კალაშოვს მოსკოვში მისი დაუძინებელი მეტრი სერგეი აქსიონოვიც ("აკსენი") დახვდა, ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების" ისმაელოვოს" ლიდერი დიდი ხანია, შურისძიებაზე ლაპარაკობს - წლების წინ მისი "მერსედესი" მაშინ ააფეთქეს, როდესაც მანქანაში კანონიერი ქურდის ფეხმძიმე მეუღლე იჯდა, გავრცელდა

ვერსია, რომ აფეთქების უკან შაქრო კალაშოვი იდგა...

თავად კალაშოვიც ცხრაჯერ გახდა ქილერების სამიზნე, ცხრაჯერვე გადარჩა... ბოლოს 1994 წლის მაისში, მაშინ რიუბლოვოს ტრასაზე ერთ-ერთ სახლთან მდგარი შავი "ჯიპი" გამვლელი "ჟიგულიდან" დაცხრილეს, მანქანაში მსხდომი სამი მამაკაცი და ერთი ქალბატონი დაიჭრნენ, ერთ-ერთი დაჭრილი 41 წლის კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი იყო, მას სამი ტყვია ესროლეს. ,, თავდამსხმელებმა "ჟიგული" მოშორებით დატოვს და ცეცხლი წაუკიდეს. როგორც ამბობენ, სწორედ ამ შემთხვევის მერე გადაწყვიტა კალაშოვმა დატოვებინა რუსეთი და საზღვარგარეთ - ესპანეთში წასულიყო და ბიზნესი კნიაზევიჩის გვარით ეკეთებინა. ორი წლის შემდეგ კალაშოვს უკვე 30 ქვეყანაში ჰქონდა ფესვები გადგმული. რა თქმა უნდა, მშობლიურ თბილისაც არ ივიწყებდა. დედაქალაქის აეროპორტი საჯილდაო ქვად იქცა მასა და ტარიელ ონიანს შორის, კომერციული ინტერესები მალე კონფლიტში გადაიზარდა და ქართული ქურდული სამყარო ონიანისა და კალაშოვის მომხრეებად დაიყო. კალაშოვის კლანი გაძლიერდა ციხეებში, თუმცა მისი მომხრე ქურდები ისევ საკუთარმა ამბიციებმა დაღუპეს, ჯერ იყო და დათო ქურასბედიანი, იგივე "წრიპა", ციხიდან აბანოში მიმივალი გამოიჭირეს სამართალდამცავებმა, ხოლო ზვიად პაპიაშვილს პირადი კომფორტი - კოლონიაში ჯაკუზი და კვადროციკლი ქურდის სახელის ჩამორთმევად დაუჯდა...

წაიკითხეთ სრულად www.kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ