სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ჩასაბარებელი დარჩა

სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ჩასაბარებელი დარჩა

მათ, ვინც 1 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე ჩააბარა მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თეორიული ნაწილი, პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად 30-ის ნაცვლად 60 კალენდარული დღე ექნებათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ცვლილება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველთა მომატებული რაოდენობიდან გამომდინარე განხორციელდა, ვინაიდან მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება განსაზღვრულ ვადებში.

"პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლის მსურველებს დღეების რაოდენობის გაზრდის მოუხედავად, უფლება აქვთ ისარგებლონ არაუმეტეს 5 გასვლით. აღნიშნულში არ ჩაითვლება პრაქტიკულ გამოცდაზე ვადაზე ადრე დაშვების (ფასიანი გასვლის) შემთხვევები. გამოცდაზე უფასოდ გასვლის უფლების ამოწურვის შემდეგ, მოქალაქეს ფასიანი გასვლის უფლებით სარგებლობა აღარ შეეძლება", - აცხადებენ სააგენტოში.

მათი ცნობითვე, შეღავათები არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 15 დეკემბრამდე უკვე ისარგებლეს გამოცდაზე 5 უფასო გასვლის უფლებით.

შეგახსენებთ, 15 დეკემბრიდან მართვის მოწმობის აღების მსურველებს ახალი წესებით მოუწევთ გამოცდის ჩაბარება. ამიტომ დღეს ბევრი ადამიანი ცდილობს, დრო არ დაკარგოს, ახალი კანონის ამოქმედებამდე გამოცდა ჩააბაროს და ნანატრი მართვის მოწმობა აიღოს. სანამ ახალი ბილეთები ძალაში შევა, მსურველებს ძველი ბილეთებით შეუძლიათ გამოცდის ჩაბარება. სოციალურ ქსელში მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიგების ამსახველი ფოტოები ვრცელდება...

მომსახურების სააგენტოს ცნობით, ახალი ბილეთები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 21 ოქტომბერს დამტკიცდა. ბილეთების ჩაბარება მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

გიორგი ზურაბიშვილის ფოტო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ