სამტრედიაში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე დაკავებულია

სამტრედიაში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე დაკავებულია

სამტრედიაში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე პირი დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაკავებული ადგილობრივი მცხოვრებია და დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურში დღეს უცნობი მამაკაცი მე-12 კლასში იმ დროს შეიჭრა, როდესაც ინგლისურის გაკვეთილი მიმდინარეობდა. საჯარო სკოლის დირექტორის ნინო ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, მამაკაცმა პედაგოგ ნანა ზაქარეიშვილისგან ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ბეჭდის მოხსნა მოითხოვა, თუმცა მასწავლებელმა მას წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დროსაც უცნობმა მამაკაცმა მას ცივი იარაღით ხელში ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მელაურის სკოლაში მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე მოხდა _ ერთი წლის წინ სკოლა უცნობმა პირებმა გატეხეს და კომპიუტერები წიაღეს, ხოლო რამდენიმე თვის წინ უცნობი პირი მასწავლებელს თავს დაესხა და ბეჭედი წაართვა. მოსახლეობის ცნობით, არც ერთი საქმე გახსნილი არ არის.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ