მეძავ ქალს ორმა მამაკაცმა პოლიციაში უჩივლა

მეძავ ქალს ორმა მამაკაცმა პოლიციაში უჩივლა

ალბათ, ბევრჯერ მოგიკრავთ თვალი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაგზალზე ან სხვა ადგილებში მამაკაცების მომლოდინე მეძავი ქალებისთვის.

კლიენტსა და მეძავს შორის გარიგება პირდაპირ ქუჩაში ხდება, შემდეგ კი ისინი სასტუმროში, ნაქირავებ ბინაში ან აბანოში მიდიან. ამას წინათ, ორთაჭალის აბანოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობს, შემომჩივლა:

- ბოლო დროს აბანოში მეძავი ქალების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ეტყობა, მათაც მიადგა ხელისუფლება.

- რას გულისხმობ? - ჩავეძიე.

- თურმე, მათაც სთხოვენ ოფიციალური გადასახადის გადახდას; ხშირად აკავებენ, აჯარიმებენ და ბიუჯეტში ფულის შეტანას ასე აიძულებენ. ჰოდა, თვალში საცემ ადგილებში გამოჩენას ამიტომაც ერიდებიან.

ჩემი მეზობლის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ პირადად მე, მართლა მაინტერესებს, მეძავების დაკავებისას რას წერს პოლიცია დაჯარიმების ოქმში? ამის დაზუსტებას მოგვიანებით შევეცდები, ახლა კი მეძავი ქალის მახეში გაბმული მამაკაცების შესახებ გიამბობთ...

მეძავის დაქირავებისას კაცებს მეტი სიფრთხილე რომ მართებთ, ეს ცხადია. ბოლოს და ბოლოს, გადამდებ დაავადებებს თავი რომ დავანებოთ, არც ისაა გამორიცხული, მამაკაცმა მეძავ ქალთან დაშორების შემდეგ აღმოაჩინოს, რომ ჯიბეში თეთრიც აღარ უდევს; ან შეიძლება, ქალმა მომსახურებისთვის ფული წინასწარ აიღოს, მაგრამ მამაკაცს დანაპირები არ შეუსრულოს. კაცების ამ გზით მოტყუებისთვის ძალოვნებმა 2 წლის წინ, 20 წლის ქალი დააკავეს. როგორც ჩანს, მან კაცები იმდენად გააბრაზა, რომ მათ არც ფაქტის გახმაურების და არც ცოლების შერცხვათ (ორივე მომჩივანი ცოლშვილიანი იყო), მეძავს სასამართლოშიც კი დაუპირისპირდნენ. მაშინ სასამართლომ ეს საქმე ღია სხდომაზე განიხილა და საბოლოოდ, ქალს - ერთი წელი თაღლითობისთვის, ხოლო 3 წელი ქურდობისთვის მიუსაჯა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2006 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 23 საათზე გიამ ინგა (ვინაიდან საქმე ინტიმურ დეტალებს ეხება, განსასჯელისა და დაზარალებულების სახელები შეცვლილია) თბილისში, რკინიგზის სადგურის პირველ სართულზე გაიცნო და 60 ლარის სანაცვლოდ, სქესობრივი კავშირის დამყარება შესთავაზა. მეძავის თანხმობის შემდეგ ისინი სასტუმრო "კოლხეთში" მივიდნენ. ქალმა კლიენტს შეპირებული თანხა წინასწარ მოსთხოვა. ვინაიდან მამაკაცს 100-ლარიანი კუპიურა ჰქონდა, ინგამ შესთავაზა, - დავახურდავებ და მალე ამოვალო, მაგრამ ფული წაიღო და სასტუმროს ნომერში აღარ დაბრუნებულა... ინგა მსგავს მეთოდს ხშირად იყენებდა თუ არა, უცნობია; შესაძლოა, მამაკაცები ამას არც ახმაურებდნენ, მაგრამ 2008 წელს კიდევ ერთი კაცი გამოჩნდა, რომელმაც ქალს უჩივლა. საქმის მიხედვით, 20 აგვისტოს, დაახლოებით პირველ საათზე ინგამ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზურა გაიცნო და მათ შორის მოლაპარაკება შედგა. ისინი სასტუმროში წავიდნენ. სექსუალური მომსახურების შემდეგ, ქალმა კლიენტს შარვალის მარჯვენა ჯიბიდან ტყავის საფულე ამოაცალა და გაიპარა... ამჯერად ინგას არ გაუმართლა - ფაქტიდან ერთ კვირაში პოლიციამ დააკავა. მეძავი დაზარალებულმა მამაკაცმა ამოიცნო და ამხილა, პოლიციამ კი ორი წლის წინ აღძრული, თაროზე შემოდებული კიდევ ერთი საქმე გაიხსენა და ქალი სასამართლოს წინაშე ამ ორი ბრალდებით წარდგა.

გიას ჩვენებიდან (სტილი დაცულია):

"ხელფასი ავიღე და რკინიგზის სადგურზე მატარებლის ბილეთის ასაღებად წავედი. სოფელში, ცოლ-შვილთან მივდიოდი. ბილეთი ავიღე, მატარებელი გვიან გადიოდა და ამიტომ ვაგზალზე გავიარ-გამოვიარე. ამ დროს დაბალი, გამხდარი გოგო გავიცანი, რომელსაც სექსი შევთავაზე. 60 ლარი მომთხოვა, შევთანხმდით და სასტუმრო "კოლხეთისკენ" წავედით. შენობაში შესვლამდე ქალმა მითხრა, - ფული წინასწარ უნდა გადამიხადოო. 100-ლარიანი მქონდა, სხვა რა გზა იყო, ფული მივეცი და ვუთხარი, - დაახურდავე და ხურდა უკან მომიტანე-მეთქი. მე სასტუმროში შევედი და იქ ველოდებოდი, მაგრამ წავიდა და წავიდა. მას ვენდე და უკან იმიტომ არ გავყევი, მაგრამ როცა ვეღარ ვიპოვე, პოლიციას მივმართე".

ზურას ჩვენებიდან (სტილი დაცულია): განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ