მაღაზიის ერთ-ერთი მძარცველი თავად მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს

მაღაზიის ერთ-ერთი მძარცველი თავად მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს

შარტავას ქუჩაზე მაღაზიის ერთ-ერთი მძარცველი თავად მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, მეორემ კი გაქცევა მოახერხა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მაღაზიის გამყიდველმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მარკეტში ორი ახალგაზრდა შეიჭრა და თანხის წაღებას ცდილობდა. "შემოვარდნენ სექციაში, ფულის აღება უნდოდათ. დალეწეს ყველაფერი. ორნი იყვნენ, ერთის დაკავება მოვახერხეთ, მეორე გაიქცა. ამასობაში კი ჩვენმა თანამშრომელმა საპატრულო პოლიციას დაუძახა. თანხის წაღება ვერ მოახერხეს, თუმცა მაღაზიაში ყველაფერი დალეწილია", - განაცხადა მაღაზიის გამყიდველმა.

მისი ინფორმაციით, მძარცველებს იარაღი არ გამოუყენებიათ. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე პირის ძებნის ღონისძიებები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ