მძარცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან მოპარული ნივთები დაალომბარდეს

მძარცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან მოპარული ნივთები დაალომბარდეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი: 1993 წელს დაბადებული გიორგი შ, 1987 წელს დაბადებული ზაზა ქ. და 1989 წელს დაბადებული თამაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 16 დეკემბერს დაბა აბასთუმანში, ვანო მერაბიშვილის მშობლების საცხოვრებელ სახლში აბაზანის სარკმლიდან ფარულად შეაღწიეს, საიდანაც პლაზმური ტელევიზორები, ჭურჭელი, სხვადასხვა დასახელების სასმელი, მოვერცხლილი ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული ნივთების გარკვეული ნაწილი ამოიღეს. მოპარული ჭურჭლის ნაწილი ამოღებულია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობიდან, ხოლო თბილისში მდებარე 2 ლომბარდიდან ტელევიზორი და ლეპტოპი ამოიღეს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ