ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, მერე თავის მოკვლა სცადა - მორიგი ოჯახური ტრაგედიის დეტალები

ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, მერე თავის მოკვლა სცადა - მორიგი ოჯახური ტრაგედიის დეტალები

16 დეკემბერს, გვიან ღამით 112-ში ზარი გაისმა, - მამაკაცი თელავის რაიონის სოფელ რუისპირში სასწრაფო დახმარების მისვლას ითხოვდა. მითითებულ მისამართზე მისულ ექიმებს საშინელი სურათი დახვდათ, ახალგაზრდა ქალი სისხლში ცურავდა. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქნდა მიყენებული, დაჭრილი იყო მისი მეუღლეც. მამაკაცს გონზე იყო. ორივე სასწრაფოდ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე ისე გარდაიცვალა, ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ექიმებმა სათანადო დახმარება მამაკაცს აღმოუჩინეს, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მალე გაირკვა, რომ ტრაგედიის მიზეზი ამ შემთხვევაშიც ეჭვიანობა იყო. იმ ღამით ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულებულა. სამწუხაროდ, უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს ოჯახებში მომხდარი მკვლელობები. ეკა მოლაშვილი უკვე 28-ე ქალია, რომელიც წელს ქმარმა გამოასალმა სიცოცხლეს. სამართალდამცავებმა 58 წლის თენგიზ არჩვაძეს ცოლის მკვლელობაში ბრალი უკვე წაუყენეს. დადგენილია, რომ მან დანით სასიკვდილო ჭრილობა ცოლს მთვრალმა მიაყენა, ამის შემდეგ თავის მოკვლა სცადა. შემდგომ უთქვამს, რომ გავიაზრე რა ჩავიდინე, ამის მერე მინდოდა თავი მომეკლა, მაგრამ ვერ შევძელიო. სამართალდამცავთა თქმით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მან გამოძიებას დეტალური ჩვენება უკვე მისცა, თუმცა არ ხმაურდება დეტალები. ტრაგედიის ადგილას სამართალდამცავები რამდენიმე საათი მუშაობდნენ. ბინიდან მკვლელობის იარაღი -სისხლიანი დანა ამოიღეს. როგორც ირკვევა, მკვლელობის დროს სახლში მათი 5 წლის გოგონაც იყო. ბავშვს ეძინა და საბედნიეროდ ამ ტრაგედიის თვითმხილველი არ გამხდარა.

მოკლული ეკა მოლაშვილი 22 წლით იყო ქმარზე უმცროსი. 36 წლის ქალის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ დედის სახლში გადაასვენეს. ეკას დედა მეუღლესთან და ქალ-ვაჟთან ერთად, იმავე სოფელში, რუისპირში ცხოვრობს. იქვე ახლოს ცხოვრობს ეკას მეორე ძმაც, თავის ცოლ-შვილთან ერთად. სწორედ ისინი იზრუნებენ ეკას პატარაზე. ამბობენ, უდედმამოდ დარჩენილ პატარას სითბოს და სიყვარულს არ მოვაკლებთო.

თემურ გიგაური, გამგებლის წარმომადგენელი, სოფელ რუისპირში:

- მკვლელობა გვიან ღამით მომხდა, ამიტომ თვითმხილველი არავინაა. მკვლელობის დროს, ცოლ-ქმრის გარდა, სახლში მათი 5 წლის გოგონაც იყო. ქმარს სოფელში ვიცნობდით როგორც თენგიზ არჩვაძეს, თუმცა პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონია. ამბობდა, რომ დევნილი იყო. მის წარსულზე ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენს სოფელში 6 წლის წინ გამოჩნდა და დევნილებისთვის განკუთვნილ შენობაში დასახლდა.  განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ