მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - რას ყვებიან რესტორნის თანამშრომლები

მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - რას ყვებიან რესტორნის თანამშრომლები

მიხეილ ხუბუტიას ცემის დეტალებს რესტორან "თავადურის" თანამშრომლები ყვებიან. მათი ინფორმაციით, დაპირისპირება ბიზნესმენსა და რესტორნის დაცვის წევრს შორის გუშინ საღამოს საათებში მოხდა. თუ რა იყო დაპირისპირების მიზეზი, "თავადურის" თანამშრომლები ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ყვებიან, რომ ის რესტორანში 5-6 პირთან ერთად იმყოფებოდა.

თანამშრომლების ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები ინციდენტში მონაწილე არც ერთ პირს არ მიუღია. მათივე თქმით, ინციდენტის შედეგად რესტორანში არაფერი დაზიანებულა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესტორან "თავადურში" ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია სცემეს, გუშინ საღამოს გავრცელდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ