რა მდგომარეობაში არიან მალაიზიაში დატუსაღებული ქართველი ქალები

რა მდგომარეობაში არიან მალაიზიაში დატუსაღებული ქართველი ქალები

მალაიზიის ციხეში მყოფი უზბეკეთის სამი მოქალაქე დღე-დღეზე სიკვდილით დასჯას ელოდება. ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანის ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. გამოძიების ინფორმაციით, უზბეკეთის მოქალაქეებმა მალაიზიაში ტაშკენტიდან 10 კილოგრამი მეტამფეტამინი შეიტანეს. უზბეკეთის მოქალაქეებს არ გაუმართლათ, განსხვავებით 2010 წელს იმავე ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისგან, რომელთაც ქვეყანაში ასევე 10 კილოგრამამდე მეტამფეტამინის შეტანას ედავებოდნენ.

მკითხველს შევახსენებ, რომ მალაიზიაში დაკავებული ქართველები - ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი, სახრჩობელას მას შემდეგ გადაურჩნენ, რაც ქართველ სამართალდამცველებს ნებით ჩაჰბარდა ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ (გიორგი) დავითიანი და ნარკოტრაფიკის ბრალდება თავის თავზე აიღო. ამის შემდეგ ბაბუცა გორდაძესა და დარეჯან კოხტაშვილს სასიკვდილო განაჩენი პატიმრობით შეეცვალათ, ელდარ დავითიანს კი ქართულმა სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ გახმაურებული ნარკოტრაფიკის საქმეზე მსჯავრდადებული ელდარ დავითიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც გავარკვიეთ, მას პარლამენტის მიერ მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტით სასჯელის დიდი ნაწილი შეუმცირდა. ინფორმაციას ელდარ დავითიანის გათავისუფლების შესახებ გვიდასტურებს ბაბუცა გორდაძის დედა, ნელი გორდაძეც: - დიახ, გაათავისუფლეს. ჩვენ მასთან არა გვაქვს ურთიერთობა. ბავშვს ურეკავდა ხანდახან, რამდენი ხანია აღარ დაურეკავს.

მისივე ინფორმაციით, ბაბუცას სასჯელის ვადა ერთ წელში ეწურება, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს. ენობრივი ბარიერის გამო თავიდან ქართველი ქალები საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ ახერხებდნენ, თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და პირიქით, 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ქართულ ენაზე ლაპარაკი უჭირთ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ