"პროკურატურაში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები გახმაურებული საქმეების დაბლოკვით ფულს აკეთებდნენ"

"პროკურატურაში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები გახმაურებული საქმეების დაბლოკვით ფულს აკეთებდნენ"

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურას ასობით ბიზნესმენმა მიმართა, რომლებიც აცხადებენ, რომ ბიზნესტერორის მსხვერპლი გახდნენ და ქონება ყოფილმა მაღალჩინოსნებმა თუ მათთან დაახლოებულმა პირებმა იძულებით დაათმობინეს. თუმცა, ექსპერტთა აზრით, ამ კუთხით სამართლიანობის აღდგენა ჭიანურდება. ზემოხსენებულ ბიზნესმენთა შორის არის ბესო ხარძიანიც, რომელიც კომპლექს "კუს ტბის" წილის დაბრუნებას სასამართლო გზით ცდილობს.

ბესო ხარძიანი: - 2011 წლის 16 თებერვალს დამაკავეს გმირთა მოედანზე, ჩამიდეს ნარკოტიკული საშუალება, პირშიც ჩამაყარეს ნარკოტიკი და გლდანის ციხეში გამამწესეს. ჩემი სიცოცხლისა და თავისუფლების სანაცვლოდ, ჩემს ოჯახს წილის დათმობა აიძულეს (მინდობილობა ოჯახის წევრებზე მქონდა გაფორმებული). წინა ხელისუფლების მთავარი ზონდერი გია უდესიანი ჩემს დას 5-6-ჯერ შეხვდა, ჩემს ძმას კი სცემა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ციხეში ჩემზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მოკლედ, იძულებით დამათმობინეს კომპლექს "კუს ტბის" აქციები. რა თქმა უნდა, მომატყუეს, არ გამათავისუფლეს და 2 წელი გავატარე პატიმრობაში. რომ არა ახალი ხელისუფლება, ალბათ, ცოცხალიც არ ვიქნებოდი. დათა ახალაია-გია უდესიანის ბინძურ ტანდემს შევეწირე და დღეს "კუს ტბის" აქციების 43% ბადრი ქურასბედიანისა და გია უდესიანის ხელშია. ეს ადამიანები ამოეფარნენ კომპანიას ოფშორში, რომელიც "უოლმილ სერვისის" სახელით არის დარეგისტრირებული. სანამ ეს ამბები მოხდებოდა, 5 მილიონი გადამახდევინეს, იმ პირობით, რომ "კუს ტბის" თაობაზე არ შემეხებოდნენ. ასევე, შემომთავაზეს პარლამენტარობა და მთხოვეს კენჭი მეყარა, რაზეც უარი ვუთხარი. ასევე, მთავაზობდნენ სხვისთვის წართმეულ ბიზნესებს, მაგ. "ჟინვალჰესი" უნდა წაერთმიათ ბიზნესმენ ჭიჭინაძისთვის და ჩემთვის გადმოეცათ, ამაზეც არ დავთანხმდი. მოკლედ, არ ვიყავი "მათიანი" და ამიტომაც დამსაჯეს. სხვათა შორის, "კუს ტბის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უდესიანის თანამზრახველი იყო მხედრიონელი ირაკლი შიხიაშვილი - საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვეტერანთა დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი. შიხიაშვილი ცდილობდა, "კუს ტბა" არაბებზე გაეყიდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

საკრებულოს არჩევნების წინ შიხიაშვილი ცდილობდა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი ზონდერი გია უდესიანი ჩაესვა. თუმცა, კახა კალაძემ დროზე მიიღო ზომები და ეს ამბავი დაბლოკა...

უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში პროცესი მოვიგე, საქმის განხილვა სააპელაციომ დაიწყო. სანამ უზენაეს სასამართლოშიც არ მოვიგებ პროცესს, გამარჯვებაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, ისეთი პირი უჩანს, რომ ასეც იქნება. მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს: პროკურატურა ძალიან ნელი ტემპით - 2 წელია იძიებს ჩემს საქმეს. როგორც გავიგე, ჩემს საქმეს ბლოკავდნენ პროკურატურაში.

- ვინ ბლოკავდა თქვენს საქმეს?

- ვინ და, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. იგი თავის დროზე შეხვდა გია უდესიანს და ამის შემდეგ საქმე თაროზე შემოდო, გამოძიება შეაჩერა. ნაცვლიშვილი პროკურატურიდან იმის გამო გაუშვეს, რომ როგორც პროკურორი კი არა, როგორც ჩამწყობი, ისე იქცეოდა. მე მას ვეძებდი, მაგრამ მემალებოდა. როცა ქურასბედიანს შევხვდი, პირდაპირ მითხრა, ეს საქმე პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილთან გვაქვს "გაიასნებულიო"...

რადგან ლაშა არ შემხვდა, მისი სიმამრი ვნახე და ვუთხარი, შენს სიძეს ხელს ადებენ იმაში, რომ

ფული აიღო და ჩემი საქმე გადადო-მეთქი...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ