საქართველოს საგარეო უწყება Charlie Hedbo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო უწყება Charlie Hedbo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სატირული ჟურნალის - Charlie Hedbo რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.

საგარეო უწყება თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთის მთავრობსა და ხალხს.

"ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.

7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie Hedbo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი.

საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.

სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. Charlie Hedbo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელსაც განხორციელდა, როდესაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ