ვაზისუბანში მოკლული 31 წლის კობა აღლემაშვილის ახლობლების ინფორმაციით, აღლემაშვილი სავარაუდოდ პატრულის თანამშრომელმა მოკლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, მკვლელობა ვაზისუბნის პირველ კვარტალში, აღლემაშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა.
რაც შეეხება მკვლელობის მიზეზებს, აღლემაშვილის ახლობლები ამაზე არ საუბრობენ.
"ამბობენ, რომ კობას მკვლელი პატრულის თანამშრომელია, ისიც ვიცით, რომ საქმე უკვე გახსნილია. ჩვენი ინფორმაციით, შელაპარაკება მოკლულის სახლთან, ლიფტთან მოხდა, რის შემდეგაც პატრულის თანამშრომლემა კობა მოკლა", - განაცხადა ახლობელმა.
ახლობლების ინფორმაციით, 31 წლის კობა აღლემაშვილი მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. ამასთან, ნათესავიების ინფორმაციით, მოკლულის ცხედარი ამ დროისათვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, რის შემდეგაც მას ახალციხეში გადაასვენებენ.