"უხილავი ქურდები" - ესპანური ჟურნალისტური გამოძიება "ქართულ მაფიაზე"

 "უხილავი ქურდები" - ესპანური ჟურნალისტური გამოძიება "ქართულ მაფიაზე"

"უხილავი ქურდები" - ამ სათაურით ესპანური ტელეკომპანია La Sexta ჟურნალისტური გამოძიების სერიას აქვეყნებს. "ისინი მოქმედებენ ძალადობის გარეშე, ჩუმად ტეხავენ სახლების კარებს, ისე რომ თავდაპირველად ძარცვის მსხვერპლები ვერც კი ამჩნევენ სახლში ქურდობის კვალს. რა არის საიდუმლო მსოფლიოს ყველაზე სუფთად მომუშავე ქურდების, რომლებსაც შეუძლიათ 10-დან 9 კარის გაღება" - ვკითხულობთ ანოტაციაში, რომელიც ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე ვიდეოს ახლავს თან.

გამოძიების ინფორმაციით, ამ დაჯგუფებამ ერთ თვეში სევილიაში 100 სახლი გაძარცვა, 200 მადრიდში და კიდევ 150-მდე ესპანეთის სხვა ქალაქებში. საშუალოდ მათი ნადავლის ღირებულება თითო სახლის გაქურდვის შემდეგ, 9 ათას ევრომდეა. ხშირად ნაქურდალ ოქროს ისინი ადნობენ, რომ ძარცვის კვალი დაფარონ.

ესპანელმა ჟურნალისტებმა ქართველი კრიმინალების მუშაობის სრული სქემა გაშიფრეს, დაწყებული ესპანეთში მათი ჩასვლიდან, ნაქურდალის გასაღებიდან მიღებული ფულის საქართველოში გადმოგზავნით დასრულებული. ესპანურმა პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ ერთობლივად დაიწყო სპეცოპერაცია, რომლის ამსახველი კადრებიც ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ