"დედა მოეტ..ბა ამ მთავრობას, პირობას გაძლევთ!" - სოსო რობაქიძის პირველი კომენტარი ვაზაგაშვილის აფეთქებასა და გარდაცვლილის სამომავლო გეგმებზე

 "დედა მოეტ..ბა ამ მთავრობას, პირობას გაძლევთ!" - სოსო რობაქიძის პირველი კომენტარი ვაზაგაშვილის აფეთქებასა და გარდაცვლილის სამომავლო გეგმებზე

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

ტრაგედიის შემდეგ Ambebi.ge გარდაცვლილის თანამებრძოლსა და მეგობარს, სოსო რობაქიძეს დაუკავშირდა. სოსო რობაქიძე ამბობს, რომ მათ სამომავლოდ გეგმები ჰქონდათ, რომელიც ტელევიზიის შექმნასაც გულისხმობდა.

- ცოტა ხნის წინ გავიგე და ახლა მის მეუღლესთან მივდივარ. ტირილით დამირეკა, ნერვიულობს და გაგიჟებულია. ყვირის, ძლივს აწყნარებენ. პირობას გაძლევთ, დედა მოეტ.. ბა ამ მთავრობას...

- მთავრობაზე გაქვთ ეჭვი?

- არაფერი არ ვიცი ჯერ, ყველაფერს გავარკვევ, ვპირდები, ვინც ეს გააკეთა.

- ვინმე ემუქრებოდა, ბოლოს თუ გქონდათ კონტაქტი?

- ჩვენ ვქმნიდით სახალხო ლაშქარს, დიდი გეგმები გვქონდა. ტელევიზიაც უნდა გაგვეკეთებინა და სერიოზული გეგმები გვქონდა. არ ვიცი, რა მოხდა. რა არის სიმართლე, ვიმეორებ, გავარკვევ. მტრების მეტი რა გვყავს, ყველგან მტრები გვყავს, სიმართლის მთქმელს ყველას მტერი ყავს. გვემუქრებოდნენ კიდეც, მაგრამ გავარკვევ და მერე ვილაპარაკებ. მეუღლეს რომ შევხვდები, უფრო გავარკვევ, ჩემ გარდა არავის ელაპარაკება და ყველაფერი ცოტა ხანში მეცოდინება.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ