პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა

პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, პროკურატურამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით. ტარდება პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - განაცხადა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა.

კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა, შემთხვევა დღეს მოხდა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ