”ჩემი ძმა მოკლეს" - იური ვაზაგაშვილის დის პირველი კომენტარი ტრაგედიის შემდეგ

”ჩემი ძმა მოკლეს" - იური ვაზაგაშვილის დის პირველი კომენტარი ტრაგედიის შემდეგ

სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე უამრავი ხალხია შეკრებილი, სადაც იური ვაზაგაშვილი აფეთქებისას გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი სოფელ ყარაფილადან იუწყება, საფლავზე სამართალდამცავების გარდა გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ნათასავებიც იმყოფებიან.

იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი თვითმკვლელობისა და თავის აფეთქების ვერსიას გამორიცხავს. მისი განცხადებით, იური ვაზაგაშვილი მოკლეს.

"სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალვა იყო, იური ვაზაგაშვილი დაკრძალვაზე ჩასვლას გეგმავდა და ამის შესახებ, როგორც ჩანს, ინფორმაცია ჰქონდათ იმ პირებს, ვინც მკვლელობა დაგეგმეს", - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი, როდესაც სოფელში ჩადიოდა, გარდაცვლილი შვილის საფლავზე აუცილებლად მიდიოდა.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

იხილეთ პირველი კადრები სასაფლაოდან სადაც იური ვაზაგაშვილი დაიღუპა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ