დამოუკიდებელი ექსპერტი - იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა სახის ექსპერტიზაა დანიშნული

დამოუკიდებელი ექსპერტი - იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა სახის ექსპერტიზაა დანიშნული

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა სახის ექსპერტიზაა დანიშნული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განუცხადა.

"პროკურატურაში ვიყავი, ექსპერტიზები დანიშნულია და ჯერჯერობით პასუხები არ არის. მე თავად უნდა ჩავერთო მოკვლევაში. ძალიან ბევრი ექსპერტიზაა დანიშნული, ამიტომაც გაიწელა დრო. საუბარი არ არის მარტო ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობის დადგენაზე, ასევე დანიშნულია ქიმიური, დაქტილოსკოპიური, მიკრონაწილაკების ექსპერტიზა და ამიტომ გაიწელა დრო. მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა ალთუნაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ